ნორმალური შეგრძნებაა, ეს ბევრად სჯობს. მიტინგზე მეც წავალ დღეს, როგორც ვმუშაობდით, ისე ვიმუშავებთ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
მან ახალ პრეზიდენტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი რჩება სალომე ზურაბიშვილი.
“ნორმალური შეგრძნებაა, ეს ბევრად სჯობს. სადაც სხვები, იქაც მე. მიტინგზე მეც წავალ დღეს, როგორც ვმუშაობდით ისე ვიმუშავებთ.
არ შეიძლება არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა ქვეყანაში და ყველაფერი, რაც “ქართულმა ოცნებამ” ამ არალეგიტიმურმა და თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა მიიღო, ან ვინც დანიშნა, იქნება ეს მთავრობა თუ გუშინდელი კარიკატურული პრეზიდენტი, ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს, არ მიმაჩნია აღნიშვნის ღირსად.
ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, ვისაც შეუძლია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით არის და რჩება სალომე ზურაბიშვილი, ვიდრე არ იქნება ახალი არჩევნები და არ შეიცვლება ხელისუფლება. შეიძლება მერეც დარჩეს სალომე ზურაბიშვილი. მე ვისურვებდი ამას”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორი 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.