spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – მოგვაწოდეს ეს სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, არავითარი მოლაპარაკება “ქართულ ოცნებასთან” არ იქნება

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან ბიძინა ივანიშვილისგან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შეთავაზებით სიგნალები მიიღეს.

“ბატონ კობახიძეს მოვუყვებით, როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენთან პირადად იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენი პარტია და რაღაცნაირად ისაუბრებს, დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან “ქართულ ოცნებასთან“, ამას თქვენთან ვამბობ და ეს ნამდვილად არ მეჩვენება. ახლა კობახიძეს სანამ არ მობეზრდება, იქამდე ატაროს მთავრობის სხდომები. რა თქმა უნდა, არავითარი მოლაპარაკება “ქართულ ოცნებასთან” არ იქნება. მოლაპარაკება შესაძლებელია ერთადერთ საკითხზე – ხელახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, კობახიძე არავის არ აღელვებს, საიდანაც გინდა, იქიდან ააორთქლოს ბიძინა ივანიშვილმა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში.

მისივე თქმით, არავითარი ვაჭრობა არ იქნება.

“სიგნალი იყო პირადად ივანიშვილის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური დღის წესრიგიდან. მე არ ვაპირებ დაზუსტებას, მაგრამ ეს სიგნალი ამ ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა, ჩვენ მოგვაწოდეს ეს სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ოღონდ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პასუხიც იყო აბსოლუტურად ცალსახა – არავითარი ინტერესი ჩვენ არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, ვის რას სთავაზობს ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი საკითხია მოლაპარაკების და განხილვის ღირსი – ახალი არჩევნები.

ჩვენს ტერიტორიაზე არ მომხდარა ამ სიგნალების გაცვლა, ჩვენ გვყავს წარმომადგენელი, ასევე მათაც ჰყავთ ქვეყნის გარეთ წარმომადგენლები და მოხდა კონკრეტული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა საერთოდ არ მონაწილეობდნენ არანაირ პოლიტიკურ დისკურსში, ოღონდ ოპოზიცია, ჩვენ წამყვანი ოპოზიციურ ძალა ვართ, მოგეხსენებათ, დათანხმდეს იმაზე, რომ რაღაცა ფორმით მაინც შედგეს თანამშრომლობა. არავითარი თანამშრომლობა არ შედგება.

კობახიძე და მისი გუნდი როგორც არ არსებობს, კიდევ უფრო არ იარსებებს, ივანიშვილზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, კობახიძეს ვინ ეკითხება რაიმე სიგნალის გაგზავნას ან ვინ ელაპარაკება საერთოდ. ეს არის ივანიშვილის ტექსტი და კიდევ ერთხელ აქედან ღიად ვუთვლი მას – არავითარი საუბარი მასთან არ იქნება, ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება გადაწყდეს, ეს არის ხელახალი არჩევნები, კობახიძე ჩვენთვის არ წარმოადგენს არაფერს“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რას სთავაზობდა თავად ბიძინა ივანიშვილი, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ „მთელ თავის პოლიტიკურ გუნდს. დღეს ვინც არიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ყველას უკლებლივ“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები