“მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აცილებას ითხოვს.
მან შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე დააყენა.
ნიკა გვარამიამ მოსამართლის ფოტოსურათი წარმოადგინა, სადაც ლაშა ჩხიკვაძე სასულიერო პირთან – მამა მიქაელთან და ზაზა გველესიანთან ერთად არის გადაღებული. ნიკა გვარამიას განმარტებით, ზაზა გველესიანი „რუსთავი 2“-ის ჰოლდინგის დირექტორია, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეს პირადი კომუნიკაცია აქვს დაინტერესებულ მხარესთან, რაც საეჭვოს ხდის ობიექტურობას და მიუკერძოებლობას.
ნიკა გვარამიამ პროცესზე კიდევ ერთი ფოტოსურათი წარუდგინა, სადაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ზაზა გველესიანის შვილის ნათლობაზეა გადაღებული.
მოსამართლე აცხადებს, რომ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს.
გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.