spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – მოვითხოვთ, დაუყონებლივ დაგვიბრუნონ ჩვენი ტექნიკა, ან მიეცეს ქალბატონი წულუკიანი პასუხისგებაში

ჟურნალისტები კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართავენ. “მთავარი არხი” და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები თეა წულუკიანის გუშინდელ ქმედებაზე გამოძიების დაწყებას და კომპანიის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას ითხოვენ. 

 

“ეს არის მორიგი თავდასხმის ინსპირაცია ჟურნალისტებზე, ძალადობის მორიგი ტალღის წახალისება ღიად, პირდაპირ და აბსოლუტურად ცინიკურად. ოთხივე მიკროფონი მიჭირავს ხელში, იმიტომ რომ ჩვენი მიკროფონის წართმევა იყო სრულიად პირობითი. ჩვენ დღეს ვართ განუწყვეტელი შეტევის, მუდმივი ბულინგის, შეურაცხყოფების, ფიზიკური დაპირისპირების ქვეშ. ქალბატონი წულუკიანი არის ამის ერთ-ერთი მთავარი სახე, ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მოძალადე, ჯალათი. ის, რაც მან გუშინ გააკეთა, არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით, ერთი მხრივ, ჩაიდინა ძარცვა და მეორე მხრივ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ეს ადამიანი, როგორც მის უკან მდგომი ორკების მთავრობა, არის ყველაფერზე წამსვლელი. ეს ფაქტი არ არის სასაცილო, ეს ფაქტი არის ძალიან სახიფათო და პირდაპირი სიგნალი, რომ დიახ, იწყება მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა. 

 

დღეს ჩვენ შეგვაქვს განცხადება პროკურატურაში თავისი წყალგაუვალი მტკიცებულებებით. ასევე მოვითხოვთ, დაუყონებლივ დაგვიბრუნონ ჩვენი ტექნიკა, ან მიეცეს ქალბატონი წულუკიანი პასუხისგებაში. მოგმართავთ, გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ძალადობრივი კამპანია, ეს კატასტროფა”- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

 

22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. წულუკიანის განცხადებით, მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როცა ნაციონალური მოძრაობა “სამ ოქტომბერს, დილით, სამუდამოდ ჩაიყრება იქ, სადაც არის მათი ადგილი”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები