“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქტივისტ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვება მოუწია, რადგან მას “სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით” დაჭერას უპირებდნენ.
“ახლა გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით.
მეგობრებო, ბელარუსში მეტი კი არაფერი ხდება!
მეგობრებო, რუსეთში სხვანაირად კი არ იწყებოდა პუტინის დიქტატურა!
მეგობრებო, სამშობლოს ასე კარგავენ ადამიანები: ჯერ ერთეულებს, მერე ყველა პატრიოტს უწევს ქვეყნის დატოვება!
მხარდაჭერა ნატას და ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს! ძირს უზურპატორი ივანიშვილი!” – წერს ნიკა გვარამია.