მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სასიკვდილო პროცესის მიმდინარეობაში, ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ლეტალურ შედეგთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ შეაჩეროს პატიმრის წამება და არაჰუმანური მოპყრობა.
“ამ წუთში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სრულად შედის თქვენს იურისდიქციაში, როგორც უფლება და ასევე როგორც მოვალეობა. მიმდინარეობს წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ახალი ეპიზოდი. არ ვსაუბრობ იმაზე, რაზეც გამოძიება მიდის. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობაზე უარის თქმა, არის წამება და არაჰუმანური მოპყრობა კონვენციურად და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაც. ამიტომ წამების შეჩერება არის თქვენი მოვალეობა“, – განაცხადა გვარამიამ.