spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ორივე ეგზიტპოლის შედეგად “ქართული ოცნება” აგებს, 70-ზე ნაკლები მანდატი აქვს

ორივე ეგზიტპოლის შედეგად “ქართული ოცნება” აგებს. 70-ზე ნაკლები მანდატი აქვს. ოპოზიცია იმარჯვებს, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” გადაწყვეტს, რომ შედეგები გააყალბოს, ან გადათვლის შედეგად რაღაცები გააუქმოს, ეს იქნება მძიმე განაჩენის წინაპირობა მათთვის. დამარცხება არ არის დასასრული.

“ორივე ეგზიტპოლის შედეგად “ქართული ოცნება” აგებს. 70-ზე ნაკლები მანდატი აქვს. ოპოზიცია იმარჯვებს. მე იმედი მაქვს, რომ არ იქნება არანაირი კითხვის ნიშნები არცერთ ოპოზიციურ პარტიაში, თუ როგორ უნდა გაკეთდეს კოალიცია და არც ცალკეულ ოპოზიციით არჩეულ პარლამენტის წევრებს. დაახლოებით 85-65-ზე ნაწილდება მანდატები. ამ ეგზიტპოლებში არ შედის ემიგრანტების ხმები. ემიგრანტებში “ქართული ოცნება” ძალიან მნიშვნელოვნად აგებს. ეს არ იქნება ცოტა ხმა, 100 ათასამდე ხმა იქნება, რაც შეცვლის არჩევნების შედეგებს “ოცნებისთვის” საკმაოდ ნეგატიური კონტექსტით.

როგორც იქნა საქართველოში რუსული მმართველობა დასრულდა. იმედი მაქვს, რომ ამას ივანიშვილი აცნობიერებს და იმედი მაქვს, რომ ის მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას და საზოგადოებაში სიმშვიდეს ხელს არ შეუშლის. ეს მისთვისაც უმჯობესია.

დღევანდელი დღე ხმების დაცვის კუთხით უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ყოველწუთიერად ვიღებთ ე.წ. ჩეკებს, რომლებიც იბეჭდება მანქანებიდან. აქ კიდევ უფრო უკეთესი შედეგები აქვს ოპოზიციას, რადგან შიშის ფაქტორი ვერ იმუშავებს, რადგან კენჭისყრა ფარული იყო. თუ “ქართული ოცნება” გადაწყვეტს, რომ შედეგები გააყალბოს, ან გადათვლის შედეგად რაღაცები გააუქმოს, ეს იქნება მძიმე განაჩენის წინაპირობა მათთვის. მე იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება. დამარცხება არ არის დასასრული”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები