პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები, წერტილი, მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. “ქართული ოცნების” რეაქციები ცხადყოფს რისი ეშინიათ მათ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, საბაზისო მნიშვნელობა ყველა გადაწყვეტილებისთვის არის სახალხო პროტესტი.
“საბაზისო მნიშვნელობა ყველა გადაწყვეტილებისთვის არის სახალხო პროტესტი. ძალაუფლება არის ხალხის. პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება აუცილებლად.
მე ვერ გეტყვით, დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ამ წუთში გადაწყვეტილების მიმღები არის პრეზიდენტი.
ჩემთვის, ერთი რამაა ნათელი – პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები. წერტილი. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. “ქართული ოცნების” რეაქციები ცხადყოფს რისი ეშინიათ მათ, ამიტომ, ეს არის ინდიკატორი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიები ხვდებიან.