spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – პროცესი მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული, სწორი და ძალიან რაციონალური

პროცესი მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული, სწორი და ძალიან რაციონალური, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ ამგვარი რამ მოხდეს და  შეთანხმებაც ამასთან დაკავშირებით იყოს.

“პროცესი მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული, სწორი და ძალიან რაციონალური. სახელების და გვარების და მსგავსი განხილვების პროცესი ეს არ არის, ეს არის პროცესი როგორ შევჯერდეთ სწორ ფორმულაზე, რომ საზოგადოებაში იყოს სტაბილურობის განცდა და იმის განცდა, რომ დიახ, ჩვენ პროდასავლური ოპოზიცია ვთანხმდებით ქვეყნის ანტიევროპული კრიზისიდან გამოყვანაზე. ამომრჩეველს სჭირდება სტაბილურობის განცდა, ამომრჩეველს სჭირდება ჩვენი ერთიანობის დანახვა. ყველას აქვს თავისი პარტიული არჩევანი, მაგრამ ყველანი ერთად უნდა ვამბობდეთ იმას, რაც არის, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი. ჩვენ მზად ვართ ურთიერთკამათის გარეშე ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ კრიზისიდან, რომელშიც დღეს არის და ჩვენ ამისი ვალდებულება გვაქვს. პრეზიდენტის როლი შეუფასებელია და ძალიან დიდი მადლობა მას, რომ ასეთი რამ აიღო საკუთარ თავზე. კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ ამგვარი რამ მოხდეს და ჩვენი შეთანხმებაც ამასთან დაკავშირებით იყოს. მთავარი არის, რომ ეს არის გარდამავალი, ტექნიკური, მცირე დროით არჩეული ადმინისტრაცია, რომელიც ქვეყანაში ოპოზიციასაც მისცემს მეტ დროს, რომ მოხდეს შეთანხმებული, სინქრონული მოქმედება კრიზისის დასაძლევად. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არის უმნიშვნელოვანესი რამ და ნებისმიერი ფორმატი, რომელიც ამის შესაძლებლობას მოგვცემს არის კარგი და ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაზე შეიძლება პასუხისმგებლობა აიღოს არის საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები