spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ქალბატონო წულუკიანო, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც წულუკიანი აკეთებს იმას, რისი წარმოდგენა მეც კი არ შემეძლო მასზე”- ასე აფასებს “მთავრი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ჟურნალისტის ემა გოგოხიასთვის, პირველი ვიცე-სპიკერის თეა წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის ფაქტს.
ნიკა გვარამია დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მომხდარზე რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას მიმართავს.

 

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც წულუკიანი აკეთებს იმას, რისი წარმოდგენა მეც კი არ შემეძლო მასზე. ვერ გავიცინებ, გულწრფელად გეტყვით, იმიტომ, რომ ეს ქალი არის ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი და უბრალოდ ჩემს კვალიფიკაციას სცდება ამ საქციელის შეფასება. და ეს არ არის ჯანსაღი ადამიანის საქციელი, სამწუხაროდ, მიწევს ამაზე საუბარი, მაგრამ მე უფრო მანაღვლებს ის, რომ ეს არის საქართველოს სახე – მთავრობა მთელი შემადგენლობით და პირველ ვიცე-პრემიერი განსაკუთრებით.

 

ეს საქციელი არის ორი დანაშაულის შემცველი: ერთი ეს არის ძარცვა, პირდაპირ, ღია ძარცვა და მეორე ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ორივე ერთად საკმაოდ ბევრ წელს ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ქალბატონო წულუკიანო, ჩვენ მივმართავთ აუცილებლად პროკურატურას ამ მიკროფონის ძარცვისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის გამო. ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა ეს მიკროფონი და სჯობს, რომ დაუყონებლივ დააბრუნოთ.  

 

ამ დანაშაულის ხანდაზმულობა გავრცელდება მათ შორის იმ დროს, როცა თქვენ მინისტრი არ იქნებით და ნამდვილად არ გისურვებთ, რომ საკუთარი წლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატაროთ, მით უმეტეს, ასეთი კომიკური მიზეზით”,- აცხადებს ნიკა გვარამია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები