ამ ხელისუფლებას ხელისუფლებიდან წასვლის შიში რომ აქვს, ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მთელი აგენტურა ამოვა ზედაპირზე. სავსეა ” ქართული ოცნება” და ხელისუფლება რუსეთის აგენტებით, – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში გამოვლენილი ჰყავს უკვე რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე.
“შეგახსენებთ, აშშ-ს გამოვლენილი ჰყავს რუსეთის აგენტი საქართველოში და დასანქცირებული, ეს არის ფარცხალაძე. დანარჩენი, დროის და ტექნიკის საკითხია, ახლა ამას ბევრი ლაპარაკი რად უნდა.
ამ ხელისუფლებას ხელისუფლებიდან წასვლის შიში რომ აქვს, ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მთელი ეს აგენტურა ამოვა ზედაპირზე და ახალი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ქვეყანას ვალდებულია უთხრას ვინ იყო რუსეთის აგენტი და ვინ მუშაობდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ რუსული ინტერესების გამო.
რა გამოსააშკარავებელია, სავსეა ” ქართული ოცნება” და ხელისუფლება რუსეთის აგენტებით. თუ იქნება კონკრეტული სახელები და გვარები, რაზეც ჩვენც გვაქვს ინფორმაციაც და ეჭვიც, რა თქმა უნდა, ეს გასაგები იქნება, თუმცა ახლა რომელიმე რუსეთის აგენტს, რომელიც ღიად რუსულ საქმეს აკეთებს, გული გაუსკდება ამის გამო, ეს არ მგონია, მაგრამ მხილება ყოველთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
“რადიო თავისუფლება” ვაშინგტონიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია”.