აუცილებლად მოხდება ის, რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, ეს არის “ქართული ოცნების” გაშვება ისტორიის სანაგვეზე და საქართველოს ევროკავშირის წევრობა. “ქართული ოცნება” ითვლის ახლა ბოლო დღეებს, ამიტომ არის ახლა სრულიად შეურაცხად მდგომარეობაში, – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
“დღეს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა, რასაც მე ვხედავ. ხომ არავის არ სჯერა, ჩვენც არ გვჯერა ძალიან ხშირად, რომ აი, ამდენი ხალხია, ხვალ რატომ იქნება, ხალხი დაიშალა, არაფერი არ მოხდა – ასე არ არის, მეგობრებო. აუცილებლად მოხდება ის, რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, ეს არის “ქართული ოცნების” გაშვება ისტორიის სანაგვეზე და საქართველოს ევროკავშირის წევრობა. “რუსული კანონიც” ვერ იმოქმედებს, ვერაფერი ვერ მოხდება, “ქართული ოცნება” ითვლის ახლა ბოლო დღეებს, ამიტომ არის ახლა სრულიად შეურაცხად მდგომარეობაში. ამიტომ არის საშიშიც, იმიტომ რომ ძალიან შეშინებულია და შეშინებული დიქტატორები საშიშები არიან, მაგრამ ადამიანების ამხელა რაოდენობას, ადამიანების ასეთ გამბედაობას, სიმართლეს ვერანაირი შეშინებული დირექტორები თავისი აგრესიით ვერ აღუდგებიან წინ” , – განაცხადა ნიკა გვარამიამ.