spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – რამდენიმე დღეში ერთი შეკრული დოკუმენტი იქნება მზად, წარვადგენთ და ვითხოვთ საერთაშორისო აუდიტს

ძალიან სასარგებლოა არასამთავრობო ორგანიზაციების მასალები და რამდენიმე დღეში ერთი შეკრული დოკუმენტი იქნება მზად, წარვადგენთ და ბუნებრივია, რომ ვითხოვთ საერთაშორისო აუდიტს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ამ ქვეყანაში ყოველი მეორე ქოცი არ არის და ეს არჩევნები გაყალბებულია”.

“კოორდინირებული გეგმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არის სინქრონში და ჩვენ გვაქვს შეთანხმება ყველა მიმართულებით და ვმუშაობთ ძალიან სწრაფად, რადგან დრო ძალიან ცოტაა. ჩვენ გვჭირდება ყველანაირი მტკიცებულება შეკრული. ძალიან სასარგებლოა არასამთავრობო ორგანიზაციების მასალები და რამდენიმე დღეში ერთი შეკრული დოკუმენტი იქნება მზად, წარვადგენთ და ბუნებრივია, რომ ვითხოვთ საერთაშორისო აუდიტს. ხომ არაფერი აქვს დასამალი “ქართულ ოცნებას“? ჩვენ გვინდა საერთაშორისო აუდიტი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში დადებს სრულ პასუხს. თუ არ გაყალბებულა არჩევნები, ჩემო მეგობრებო, ნუ გეშინიათ. ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ყოველი მეორე ქოცი არ არის. ყველაზე უფრო გავლენიანი აუდიტორი მოვიყვანოთ, ისეთი კი არა თვითონ რომ მოიყვანეს და არსად არავინ ჩარიეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები