როცა ბრძოლაში ხარ, იღლები, თითქოს კედელს აწყდები და გგონია, რომ არაფერი გამოვა, შეხედე შენს მოწინააღმდეგეს და ის შეაფასე, როგორაა ის თავად, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ივანიშვილის ბანდა შიგნიდან ყანყალებს.
“მესმის კარგად, რომ იმედგაცრუება შემოგვეპარა. ობიექტური მიზეზებიც აქვს ამას და სუბიექტურიც. მაგრამ მინდა ყველას გავუზიარო ჩემი გამოცდილება: როცა ბრძოლაში ხარ, იღლები, თითქოს კედელს აწყდები და გგონია, რომ არაფერი გამოვა, შეხედე შენს მოწინააღმდეგეს და ის შეაფასე, როგორაა ის თავად.
ჰოდა, შევხედოთ „ქართულ ოცნებას“: ივანიშვილის ბანდა შიგნიდან ისე ყანყალებს, ნაკერებზე გარღვევის ყველა ნიშანი ჩანს.
P.S. ოღონდ „რეჟიმი აგონიაშია“ თავის მოტყუებაა. რეჟიმი წკიპზეა და თიხის ფეხებზე დგას. ბოლომდე უნდა ამ ფეხებს მონგრევა, რომ ეს “გოლიათი“ წაიქცეს. არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება”, – წერს ნიკა გვარამია.