ფარულობის დარღვევა გულისხმობს, ადამიანის ნების დამოკიდებულებას იმაზე, ვინც მას აკვირდება და იყო, არამხოლოდ ფარულობის დარღვევა, არამედ ამ უბანზე იყო დამკვირვებელი, რომელიც ამოწმებდა ვის მისცა ხმა ადამიანმა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საჯარო მოხელეებს, სოციალურად შეჭირვებულ პირებს არ დაუტოვეს არანაირი არჩევანი, რომ ხმა არ მიეცათ “ქართული ოცნებისთვის”.
“მარკერის გაჟონვა არის ფარულობის დარღვევა, რაც არის ყველაზე ფუნდამენტური დარღვევა საარჩევნო სამართალში და საერთაშორისო კონვენციებში. ფარულობის დარღვევა გულისხმობს, ადამიანის ნების დამოკიდებულებას იმაზე, ვინც მას აკვირდება და იყო, არამხოლოდ ფარულობის დარღვევა, არამედ ამ უბანზე იყო დამკვირვებელი, რომელიც ამოწმებდა ვის მისცა ხმა ადამიანმა. ეს იყო ან ადმინისტრაციის მოხელე, რომელიც თან ახლდა კენჭისყრის დროს, ან კამერა, რომელიც ამ ყველაფერს იღებდა. საბოლოო შედეგად ჩვენ გვქონდა ფურცელი, რომელიც იყო გამჭვირვალე, მარკერს, რომელსაც იმდენად დიდ საღებავის გამოყოფს შემოხაზვის დროს, რომ გამორიცხულია კვალი არ დატოვოს და მივიღეთ მოკლე კონვერტი, საიდანაც ჩანს ვის მიეცი ხმა. შესაბამისად, საჯარო მოხელეებს, სოციალურად შეჭირვებულ პირებს არ დაუტოვეს არანაირი არჩევანი, რომ ხმა არ მიეცათ “ქართული ოცნებისთვის”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.