ჩვენ გვართმევენ სამშობლოს, მის დამოუკიდებლობას. საქართველო აღარ არის ისეთი, როგორიც ისტორიულად იყო არა მარტო ევროპული, არამედ ტრადიციული თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი რეზოლუცია ფსევდოხელისუფლების ქმედებების შედეგია.
“რაც დღეს მივიღეთ, როგორც შედეგი ფსევდოხელისუფლების მოქმედების, ეს არის უმძიმესი რეზოლუცია, ასეთი არ ყოფილა ჯერ. ამ რეზოლუციის სამწუხარო ნაწილია ის, რომ ევროპა ღიად ამბობს – ასეთ ვითარებაში, თუ ასე გააგრძელებს საქართველო “განვითარებას“ და უარყოფითი გზით ივლის, მაშინ ჩვენ უნდა გადავხედოთ საერთოდ საქართველოსთან ურთიერთობის ფორმებს, იქნება ეს სტატუსი, უვიზო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობები თუ სხვა. ეს კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის. ღიად ვაფიქსირებთ, რომ ეს ქართველი ხალხისთვის იქნება რთულად და მძიმე წასაკითხი, მაგრამ პასუხი მათგან არის ასეთი – ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები.
ჩვენ გვართმევენ სამშობლოს, მის დამოუკიდებლობას. საქართველო აღარ არის ისეთი, როგორიც ისტორიულად იყო არა მარტო ევროპული, არამედ ტრადიციული თვალსაზრისითაც”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.