“დღეს ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია. თუ ვინმე სუსტია -ესაა საზოგადოება. საზოგადოება დღეს ასხივებს უღონობას, ფრუსტრაციას და გადაწყვიტა ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და იპოვოს ის ვისაც ამას დააბრალებს და თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას ესეც საზოგადოების ბრალია“- ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მისივე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზება არასწორი საქციელია და გაუგებარია რას ისახავს მიზნად.
“NDI-ის კვლევებზე ძალიან მოკლედ ვიტყვი. მე ზოგადად მგონია, რომ ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზება არის არასწორი, ღრმად არასწორი საქციელი და საერთოდ გაუგებარია რას ისახავს მიზნად. ძირითადში ეს ხდება კეთილი განზრახვებით, მაგრამ მე არ მესმის ამგვარი კეთილი განზრახვების, ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს, გარდა ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერებისა. თუ ჩვენ იმის იმედად ვაკეთებთ ამას, რომ ოპოზიცია გამოფხიზლდება და უკეთ დაიწყებს მუშაობას, ასეთი ტიპის შეძახილებს შედეგი არ მოაქვს. მგონია, რომ დღეს ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია. თუ ვინმე სუსტია მეგობრებო, ესაა საზოგადოება. საზოგადოება დღეს ასხივებს უღონობას, ფრუსტრაციას და გადაწყვიტა ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და იპოვოს ის ვისაც ამას დააბრალებს და თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას ესეც საზოგადოების ბრალია”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.