spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – შანსი არ არის, რომ თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოყვანილი ადამიანები მოერიონ ათასობით ადამიანს, რომელიც თავისით ჩამოვიდა

ევროპა, ილია, საქართველო – ეს ყველაფერი ერთია, ამ სიტყვებს მივყვებით და ჩვენ მივდივართ ევროპაში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “შანსი არ არის, რომ თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოყვანილი, პლედებგადაფარებული ადამიანები, მოერიონ ათასობით ადამიანს, რომელიც თავისით ჩამოვიდა და რომელიც ამბობს, გამარჯობა აფხაზეთო შენი”.

“დიდი ხანია, საქართველო იბრძვის თავისუფლებისთვის, თავისი ისტორიული მისიის შესასრულებლად, იმისთვის, რასაც ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა და მისი უახლოესი მეგობარი იონა მეუნარგია გვეუბნებოდა, სულ რაღაც 20 კილომეტრში აქედან, სოფელ საიშიდან. დიდი იონა ამბობდა, რომ ევროპა, ილია, საქართველო – ეს ყველაფერი ერთია, ამ სიტყვებს მივყვებით და ჩვენ მივდივართ ევროპაში.

დღეს ჩვენი შეკრება არის ასაფრენ ბილიკზე, ოღონდ ისეთ ბილიკზე, რომელიც სრულიად დანგრეულია, მაგრამ ეს მაინც ასაფრენი ბილიკია, აქედან მაინც გაფრინდება თვითმფრინავი და გაფრინდება იქით, საითაც ჩვენ გვინდა წასვლა, ეს თვითმფრინავი გაფრინდება ევროპაში და მომავალი ჩვენია. ჩვენი მიმართულება არის ევროკავშირი. შანსი არ არის, რომ თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოყვანილი, პლედებგადაფარებული ადამიანები, მოერიონ ათასობით ადამიანს, რომელიც თავისით ჩამოვიდა და რომელიც ამბობს, გამარჯობა აფხაზეთო შენი, მომავალი ჩვენია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები