spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – შევარდნაძის დროსაც კი, არც კი დასიზმრებია მთელ კორუმპირებულ გუნდს ერთი ჩინჩალაძის ქონება ჯამურად

შევარდნაძის დროსაც კი, როდესაც საუბრობდნენ მოსამართლეების კორუფციაზე, არც კი დასიზმრებია მთელ კორუმპირებულ გუნდს ერთი ჩინჩალაძის ქონება ჯამურად, – ამის შესახებ “ახალის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება არის პარადოქსი.

 

“დღეს მოსამართლეები არიან ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ყველაზე მდიდარი ადამიანები მთელ ქვეყანაში. შევარდნაძის დროსაც კი, როდესაც საუბრობდნენ მოსამართლეების კორუფციაზე, არც კი დასიზმრებია მთელ კორუმპირებულ გუნდს ერთი ჩინჩალაძის ქონება ჯამურად, ამიტომ, საქართველოს მოქალაქეს ასეთ საქართველოში ცხოვრება არ უნდა და არც იცხოვრებენ.

 

“ქართული ოცნება” არის ხორცმეტი, ისტორიული პარადოქსი და ისტორიული პარადოქსები კანონზომიერებად ვერ იქცევიან. ის, რაც მოხდა 2012 წელს იყო კანონზომიერება, ის რაც ხდება დღეს არის – პარადოქსი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები