როგორც დავიბრუნეთ ჩვენი პირვანდელი თავშესაყარი, ისე დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და წავალთ ერთად ევროპაში. როგორც მოვედით აქ, ისე მივალთ ევროპაში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ თსუსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
“ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება! ხელახალი არჩევნები! მეტი გამოსავალი არ არსებობს და ვერც იარსებებს! სიმართლე ჩვენ მხარესაა, მორალური უპირატესობა ჩვენ მხარესაა და სამშობლოს დაცვის ვალი ჩვენ გვაწევს ამ მხრებზე, ქართველ პატრიოტებს. ჩვენ ეს ვალი გადასახდელი გვაქვს იმიტომ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.
ჩვენი არჩევანია მშვიდობა, ჩვენი სამშობლო. ჩვენი არჩევანი ემთხვევა შოთას, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდიას არჩევანს, ეს ევროპაა.
ჩვენ მხარეს არის ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, მათი არჩევანი ემთხვევა ყველა ქართველი მოღალატის არჩევანს, მათ მხარის არის ვენესუელა, ნაურუ, რუსეთი, შეუმდგარი სახელმწიფოები. ჩვენ წავიდეთ წინ, ევროპაში, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც მივყავართ ილიას, შოთას და ზვიადს. გაუმარჯოს საქართველოს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.