spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა გვარამია – სირიის ახალ ხელისუფლებას მივმართეთ თხოვნით და მოთხოვნით, რომ უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება

ოთხივე პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩვენი ხელმოწერით გავაგზავნეთ მიმართვა სირიის ახალ ხელისუფლებასთან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების მოთხოვნით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციური პარტიების ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამით ხელისუფლება უნდა იყოს დაკავებული, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარება არ ხდებოდეს.

“ჩვენ ვახორციელებთ იმ ფუნქციას, რასაც ჰქვია საქართველოს ინტერესებში მოქმედება. ქართულმა ოპოზიციამ, ოთხივე პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩვენი ხელმოწერით გავაგზავნეთ მიმართვა სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, დღეს სათავეში უდგას ქვეყანას და მოგეხსენებათ, რომ ასადის კაცთმოძულე რეჟიმი დაემხო.

2018 წელს სირიამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ასადის კაციჭამია რეჟიმი და რუსული რეჟიმი წასულია და არის ახალი, იმის ნაცვლად, რომ მიმართოს ახალ ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების მოთხოვნით, დუმილის რეჟიმში იმყოფება. ამიტომ,  ჩვენ პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგად უნდა მოვსულიყავით ხელისუფლებაში, მაგრამ ხელისუფლება მიიტაცა “ქართულმა ოცნებამ”, ვახორციელებთ ჩვენს პატრიოტულ ვალს, ჩვენი სამშობლოს ინტერესებში ვმოქმედებთ და სირიის ახალ ხელისუფლებას მივმართეთ თხოვნით და მოთხოვნით, რომ უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება. ამაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რუსული ხელისუფლების პირობებში, ეს შეუძლებელია, ამიტომ, ოპოზიცია, როგორც პასუხისმგებლიანი და ხალხის ინტერესების გამომხატველი ძალა ერთიანად მივმართავთ სირიის ახალ ხელისუფლებას ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მისაღებად.

ჩვენი ერთობა ბევრ ვითარებაში ამტკიცებს დიდ ძალას, ამის მაგალითია სტრასბურგში მიღწეული წარმატება. პერსონალურად იყო იქ თინა ბოკუჩავა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას შესრულებული სამუშაოსთვის”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები