სხვა დროს რაიმე სერიოზული მკითხეთ, სისულელეებზე და უსაგნო მსჯელობებზე დროს ნუ დავხარჯავთ, ისედაც ძალიან დაკავებული ვარ ამ წინასაარჩევნოდ, – ასე ეხმაურება პარტია “ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია Edison Research-ის კვლევის შედეგებს.
“ამასობაში, რაღაც კვლევა გამოქვეყნებულა, მონაცემები ჩამიგდეს და კომენტარი მთხოვეს სხვადასხვა მედიებმა.
მეგობრებო, სხვა დროს რაიმე სერიოზული მკითხეთ, სისულელეებზე და უსაგნო მსჯელობებზე დროს ნუ დავხარჯავთ, ისედაც ძალიან დაკავებული ვარ ამ წინასაარჩევნოდ.
გმადლობთ.
ps თან თავდაუსხმელობას მოვაწერეთ ხელი ბრიუსელში და პოლიტიკურ აქტორებს თავს ვერ დავესხმები, სიტყვის კაცი ვარ მე”, – წერს გვარამია.
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონის მეთოდით: “ქართული ოცნება/ხალხის ძალას” 32.4% უჭერს მხარს, ერთიანობა: “ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი” 17.3%, “ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანი” 12.8%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა Edison Research-მა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ჩაატარა.