ჩვენ აქ ვიყავით სამი პარტია, სრულიად შეჯერებული გვაქვს პოზიციები, ვიბრძვით ერთად იმიტომ, რომ სამშობლოს გადარჩენის დროა. ყველაფერი იქნება კარგად, ყველანაირი გეგმა არსებობს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციური პარტიების შეკრებიდან გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების შედეგები აუცილებლად გაბათილდება და იქნება ხელახალი არჩევნები.
“ჩვენ აქ ვიყავით სამი პარტია, სრულიად შეჯერებული გვაქვს პოზიციები, ვიბრძვით ერთად იმიტომ, რომ სამშობლოს გადარჩენის დროა.
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ყველანაირი გეგმა არსებობს. რაღაცები ითქმება, რაღაცები – ვერ, მაგრამ ხალხის ჩართულობით ჩვენ მივაღწევთ შედეგს. არჩევნების შედეგები გაბათილდება, იქნება ხელახალი არჩევნები და სამშობლო წავა იქით, საითკენაც უნდა მიდიოდეს.
ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ ამ ვითარებიდან უნდა გამოვიდეთ უშეცდომოდ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილი “ლელოს” ოფისში შეხვედრებს მართავს. დისკუსიის თემა სამოქმედო გეგმაა, რომელიც დღეს გასაჯაროვდება. შეკრებაზე არ იმყოფებოდა “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია.