ჩვენ იმ გზაზე ვართ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს საუკუნეებია და რომელიც ჩვენს შვილებს აქვთ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება მიდის ევროპაში, აქვს ევროპული არჩევანი და ეს განხორციელდება ძალიან მალე.
“ჩვენ იმ გზაზე ვართ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს საუკუნეებია და რომელიც ჩვენს შვილებს აქვთ. ჩვენ მეტი რა უნდა გვჭირდებოდეს ან რა უნდა გვიხაროდეს. თავს ვგრძნობთ მხნედ, შესანიშნავად, მიზანმიმართულები ვართ და ჩამოყალიბებულები, სად მივდივართ და რა გვინდა. ჩვენ მივდივართ ევროპაში და მივალთ აუცილებლად. ეს მოხდება ძალიან მალე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ
თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” იმართება.