spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – თუ ჩვენ მანდატს ვუხანგძლივებთ ხელისუფლებას, მაშინ ჩვენც იქ ვართ, სადაც ეგ ხელისუფლებაა

ხვეწნა-მუდარით ვეღარაფერს მოვიპოვებთ, თუ ჩვენ მანდატს ვუხანგძლივებთ ხელისუფლებას, მაშინ ჩვენც იქ ვართ, სადაც ეგ ხელისუფლებაა, – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციას მხოლოდ აქციები ვეღარ უშველის.

 

“ბედნიერებაა, რომ საქართველოსთვის თავდებში ჩამდგარ ევროპელებს ქართველმა ხალხმა არ გაუცრუა იმედები, რომლებიც ქუჩაში არიან ყოველდღე, თორემ ესეც რომ არ იყოს, მე არ ვიცი, რაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული კეთილგანწყობა. მაგრამ არ უნდა მოვიტყუოთ თავი, ჩვენ შემდეგ ნაბიჯს მარტო ხალხის და აქციების ხარჯზე ვერ გადავდგამთ, გამორიცხულია, ეს უკვე თვითონ გვითხრეს, რომ ამ კანონის მიღების პირობებში და ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს, გამორიცხულია, რომ რაიმე ტიპის წინსვლა გვქონდეს. 

 

მარია კალიურანდმა ძალიან მკაფიოდ და სწორხაზოვნად შეაფასა ვითარება და მოუწოდა ქართველ ხალხს – ჩვენ ვიცით, რომ გინდათ ევროპა და საქართველო თავისი ისტორიული ხაზით ამას იმსახურებს, მაგრამ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენს ხელისუფლება, რომელიც არ მიდის ევროპის მიმართულებით და თუ გინდათ ევროპისკენ სვლა, მაშინ უნდა გყავდეთ სხვა ხელისუფლება. ეს რას ნიშნავს – ჩვენ ხვეწნა-მუდარით ვეღარაფერს მოვიპოვებთ, არჩევნების მერე ვეღარ ვიტყვით არგუმენტად ჩვენ ვიმსახურებთ, მაგრამ ხელისუფლება გვყავს ცუდი. თუ ჩვენ მანდატს ვუხანგრძლივებთ ხელისუფლებას, მაშინ ჩვენც იქ ვართ, სადაც ეგ ხელისუფლებაა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები