spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – უკრაინა არ მისცემს არავის სააკაშვილთან ასე მოპყრობის შესაძლებლობას

უკრაინა არ მისცემს არავის სააკაშვილთან ასე მოპყრობის შესაძლებლობას. ყველამ უნდა ვიფიქროთ უკრაინასთან ჩვენს მომავალ გეგმებზე, მათ შორის იმ გეგმებზე, როცა უკრაინა გაიმარჯვებს და დაიწყება აღმშენებლობა დიდი ტემპებით და ძალიან დიდი რესურსებით, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

 

“ელჩის ქვეყნიდან გაშვება არის დასაწყისი მძიმე ეტაპის დიპლომატიურ ურთიერთობებში.

 

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც დღეს არის სამყაროს მორალური ლიდერი, ასეთი თხოვნით რომ გამოდის, თხოვნა უნდა შესრულდეს. ყველამ წარმოიდგინეთ, რომ პუტინი საკუთარ მოქალაქესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რაღაცას სთხოვს ან ეუბნება, დასრულებული არ ექნებოდა ის ციტატა, რომ შესრულებული ექნებოდა საქართველოს ხელისუფლებას, სამარცხვინოდ ამას გააკეთებდა. 

 

გაიხსენეთ უახლოეს წარსულში რა ხდებოდა. იგივე გიორგი გაბუნიას განცხადებებთან დაკავშირებით, საჩვენებელი დასჯა რომ მოაწყვეს, ყველაზე მეტად იაქტიურა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საჩვენებელი დასჯა რომ მოუწყვეს 20 ივნისს ქართველ ახალგაზრდებს იმიტომ, რომ ვიღაცა არარაობა ჩამოვიდა საქართველოში და ის არ გააჩერეს. ელარჯის წელვის გამო რომ გააგდეს პოზნერი, იმ ქართველ ახალგაზრდებს როგორ მოექცნენ, ლავროვის შვილის გამო როგორ მოექცნენ ქართველ ახალგაზრდებს.

 

ყველა ქართველს მოვუწოდებ წარმოიდგინოს რუსეთის პრეზიდენტი რომ ამბობდეს ან მაღალი თანამდებობის პირი საკუთარ მოქალაქეზე რაღაცას, როგორ მოიქცეოდნენ”, – განაცხადა  ნიკა გვარამიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები