spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ვახტანგ გომელაური დაბურული “მარშრუტკით” შეიპარა პარლამენტში

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, შს მინისტრი პარლამენტში შეიპარა.

 

“ვახტანგ გომელაური დაბურული “მარშრუტკით” შეიპარა პარლამენტში. ვისი უსაფრთხოება უნდა დაიცვას მინისტრმა, რომელსაც ჩვენი დანახვისაც კი ეშინია. ეს არის სამარცხვინო, ჩამოშლილი, მშიშარა მთავრობა და კურდღლები მთავრობაში ვერ იქნებიან, გამორიცხულია. ბუნების კანონს ეწინააღმდეგება. დაველოდებით და მოვუსმენთ რა სისულელეებს ილაპარაკებენ. სუს-ის უფროსს ჩემგან ურჩიეთ ტროლეიბუსით შევიდეს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. საკანონმდებლო ორგანოსთან მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებული, რომლებიც პარლამენტში არ შეუშვეს.

 

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, 100-მდე ჟურნალისტზეა საშვი დაშვებული, ზუსტად იმ სიით, რომელიც წარმოდგენილი იყო მედიასაშუალებების მხრიდან

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები