spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ვაპირებთ, ვისაუბროთ, რას გავაკეთებთ ჩვენ, როგორ შევცვლით “ქართულ ოცნებას”, როგორ დავიცავთ ხმებს

ეს არის ზუსტად “ქართული ოცნების” საქართველო, როცა ოლიგარქია და უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამდიდრებულები შუშის ბარიერიდან ელაპარაკებიან მოსახლეობას და მთელ დანარჩენ სამყაროს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “კოალიცია ცვლილებებისთვის” აპირებს ისაუბროს იმაზე, თუ როგორ შეცვალოს ხელისუფლება.

“ეს არის ზუსტად “ქართული ოცნების” საქართველო, როცა ოლიგარქია და უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამდიდრებულები შუშის ბარიერიდან ელაპარაკებიან მოსახლეობას და მთელ დანარჩენ სამყაროს. ჩვენ, კოალიცია “ცვლილებებისთვის” ვაპირებთ საუბარს არა იმაზე, “ოცნება” როგორი ცუდია, იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, რომ “ოცნება” იმაზე ცუდია, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, არამედ  ჩვენ, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ვაპირებთ, ვისაუბროთ, რას გავაკეთებთ ჩვენ, როგორ შევცვლით “ქართულ ოცნებას”, როგორ დავიცავთ ხმებს და მერე როგორ წავიყვანთ წინ საქართველოს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები