spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ვაჟას უკვდავი სიტყვები ყველა ქართველში გაცოცხლდა, მათ შორის თქვენს მომხრეებშიც

არწივი არის მიხეილ სააკაშვილი და ჩვენ ვართ არწივის მხარეს – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

 

მისის თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულმა  კადრებმა მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებიც კი მის მხარდამჭერებად აქცია.  

 

“ჩვენ რაც დღეს ვნახეთ, ზუსტი მტკიცებულებაა იმის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, თუმცა ეს კადრები არ არის უწყვეტი კადრები და მთავარი ძალადობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის ამოჭრილი. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით – “არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა”, ზუსტად ეგრე იყო და ეს პარადიგმა მარტო ჩემ თავში კი არ გაცოცხლდა, ვაჟას უკვდავი სიტყვები, ყველა ქართველში გაცოცხლდა, მათ შორის თქვენს მომხრეებშიც, “ქართულ ოცნებას” მივმართავ.

 

ეს პარადგიმა ძალიან მძლავრია და ქართველები ბავშვობიდან ვსწავლობთ ამ პარადიგმას და ყოველთვის არწივის მხარეს ვართ. არწივი არის მიხეილ სააკაშვილი.

 

​პირველად ვიტყვი ჩემს ცხოვრებაში ჩემს პოზიციას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვფიქრობ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფარი. მიხეილ სააკაშვილი არის ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილმა თავისი შიმშილობით ეს სახელმწიფო კვლავ გააღვიძა, ეს კადრები რაც გამოქვეყნდა უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი იმიტომ, რომ როგორც კი ვიწყებთ ჩვენ საუბარს სიტუაციის სტაბილიზაციაზე და მისი გადარჩენის გზებზე, იწყება დეზინფორმაცია რომ ის ჭამს, მერე აქვეყნებენ კადრებს, სადაც თითქოს უკვე ფაფას კი არა მწვადებს ჭამს და რა თქმა უნდა უკურეაქცია აქვს ყოველთვის ამაზე მძევალს, მიხეილ სააკაშვილს და კიდევ უფრო მძიმდება მისი მდგომარეობა”, – განაცხადა გვარამიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები