spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ვიღაცების დასჯაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის წასვლა წინ და სიმშვიდე საზოგადოებაში

ამაზე ხშირად მაკრიტიკებენ, მაგრამ სულ ვიმეორებ ჩემთვის, რომ ვიღაცების დასჯაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის წასვლა წინ და სიმშვიდე საზოგადოებაში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის ერთადერთი შანსი არის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება

“პრეზიდენტის პლატფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით მობილიზაციას პროდასავლური ძალების, ვისაც ლეგიტიმურად აქვს უფლებაც და ვალდებულებაც, რომ საარჩევნო პროცესებს თვალყური ადევნოს. ჩვენ კონსოლიდაცია გვჭირდება და ჩვენი კოალიცია განწყობილი ვართ ამისთვის და ოპოზიციური პარტიებიც რამდენადაც ვაკვირდები, მაგრამ რაღაც გამაერთიანებელი ქოლგა ამისთვის საჭიროა. ივანიშვილის ერთადერთი შანსი არის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, ამაზე ხშირად მაკრიტიკებენ, მაგრამ სულ ვიმეორებ ჩემთვის, რომ ვიღაცების დასჯაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის წასვლა წინ და სიმშვიდე საზოგადოებაში. თუ ამას დასჭირდება გარანტიები ივანიშვილისთვის, მე ვფიქრობ, რომ ეს სავსებით განხილვადია. ივანიშვილი ვერ ახერხებს ვერაფერს ვერსად, ივანიშვილი არის დასრულებული. ჩვენ უნდა გვეყოს მოთმინება, არ უნდა დაგვეზაროს და უნდა ვიყოთ მტკიცეები და მიზანმიმართულები“, – განაცხადა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები