spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად, დავიწყებთ მოსახლეობასთან საუბარს, როგორ დავამარცხოთ ივანიშვილი

ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად. დღევანდელი განაცხადის შემდეგ, ჩვენ ერთიან კამპანიას დავიწყებთ და დავიწყებთ საქართველოს მოსახლეობასთან საუბარს იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ “ახალის”, “დროასა” და “გირჩი-მეტი თავისუფლებას”  ახალი პოლიტიკური ალიანსის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიის და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, გადამწყვეტი მომენტისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და გამომდინარე აქედან, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად. 

 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სიტყვის ერთგულება, რომელიც გამოიხატა ერთგულებაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქარტიის და ასევე ბრიუსელში ხელმოწერილი განაცხადის, რომელიც ეხება საერთო მიზნებისთვის ბრძოლას და პირველ რიგში, ეს არის საქართველო დასავლეთში, დასავლურ ოჯახში, ევროპულ ცივილიზაციაში და ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის უზრუნველყოფა წარმატებული, უსაფრთხო გარემოსი და ბედნიერების შესაძლებლობის მიცემა ქართველებისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ყველა პარტიულ, თუ არაპარტიულ სუბიექტს გვაიძულებს დავდგეთ ჩვენს მოსაზრებებზე, წინააღმდეგობებზე, ეგოებზე მაღლა და მივიღოთ ამ ტიპის გადაწყვეტილებები. ჩვენ დღეს ვერთიანდებით იმიტომ, რომ გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მოვაშოროთ საქართველოს რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ქართველებმა იცხოვრონ უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში. 

 

“ლელო”  ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად, მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის და ამიტომ ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა არ იკეტება ამით პროცესი და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება არამხოლოდ “ლელოსთან”. დღევანდელი განაცხადის შემდეგ, ჩვენ ერთიან კამპანიას დავიწყებთ და დავიწყებთ საქართველოს მოსახლეობასთან საუბარს იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და როგორ წავიყვანოთ ყველამ ერთად ქვეყანა წინ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

 

პარტია “ახალი”, “დროა” და “გირჩი-მეტი თავისუფლება”  ახალ პოლიტიკურ ალიანსს ქმნიან. ალიანსი არჩევნებზე 4 ნომრით იქნება წარმოდგენილი, სახელზე კი ჯერჯერობით მსჯელობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები