spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ვუბრუნდებით მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, “ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადებით ქვეყანაში რუსული დიქტატურა დამყარდა. 

 

მისივე განმარტებით, ბოლო ერთი თვე მედიისთვის უმწვავესი აღმოჩნდა, რასაც კრიტიკულმა მედიამ ძალიან კარგად გაართვა თავი და მისი მოვალეობა შეასრულა.

 

“ბოლო ერთი თვე ქართული მედიისთვის, ჩვენი არხისთვის მათ შორის აღმოჩნდა უმძიმესი და უმწვავესი. მედიამ თავისი თანმიმდევრული და გუნდური მუშაობით, თავისი მაღალპროფესიონალიზმით, სოლიდარობით, მაგალითი აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი უფლებებისთვის. მართალია ჩვენ ვერ მოვახერხეთ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების გადაყენება, მაგრამ მოვახერხეთ უფრო მეტი: ჩვენ შევასრულეთ მედიის მთავარი ფუნქცია, ჩვენ ზედაპირზე ამოვიტანეთ “ქართული ოცნების” ნამდვილი სახე. დღევანდელი განცხადებით “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად გააფორმა საქართველოში დიქტატურა, რომელიც მანამდეც არსებობდა, მაგრამ ან ვერ ვამჩნევდით, ან არ ვიმჩნევდით, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ დღეს, უკვე არანაირი სივრცე არ არსებობს დამატებითი ინტერპრეტაციებისთვის. აღარანაირი სივრცე არ არსებობს საკუთარი თავის მოტყუებისთვისაც კი, დღეს სავსებით ცხადია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს “ქართული ოცნების” დიქტატურასთან”- აცხადებს გვარამია.

 

ნიკა გვარამია განმარტავს, რომ ახალ ეტაპზე გადადის ქვეყანაში არსებული რეალობა, სადაც მთავარი აქტორები უკვე პოლიტიკური პარტიები უნდა გახდნენ.

 

“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მედიის მუშაობამ შეასრულა უნიკალური და ისტორიული როლი “ქართული ოცნების” რეჟიმის დამარცხებაში. “ქართული ოცნების” რეჟიმის დამარცხების წინაპირობა არის მისი რეალური სახის გაშიშვლება, რაც ბოლომდე მედიის დამსახურებაა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკითხმა მიიღოო მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი, ჩემი არხის სახელით ვაცხადებ, რომ მედიამ უმაღლეს დონეზე შეასრულა საკუთარი ფუნქცია. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც აღვნიშნე, ვითარებამ მიიღო მკაფიოდ პოლიტიკური სახე, ჩვენ გამოვდივართ, სპეციალური რეჟიმის მუშაობის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმს. კიდევ ერთხელ, საკითხმა მიიღო მწვავე პოლიტიკური ელფერი და ეს საქმე და ბრძოლა არის პოლიტიკოსების მოსაგები. საქართველო არის პოლიტიკოსების გადასარჩენი, ეს არის მკაფიოდ პოლიტიკური ბრძოლა, რაც დღეს რუსეთთან პრაქტიკული შეერთების დეკლარაციით გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”. თავისთავად ცხადია, “მთავარი არხი”, იმედი მაქვს სხვა ოპოზიციური მედიებიც, ამ პროცესში იდგებიან არა პატრიოტული და მედასავლეთე პოლიტიკური პარტიების, არამედ საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით” – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

 

მისივე ინფორმაციით, მმართველი გუნდი აგვისტოს პერიოდში ოპოზიციური მედიის დახურვას შეეცდება.

 

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტო იქნება ის პერიოდი, როცა შეეცდებიან ოპოზიციური მედიების გაჩუმებას და დახურვას. ჩვენ, ბუნებრივია მუდმივად ვიქნებით მწვავე რეაგირების რეჟიმში, მაგრამ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ელჩს, რომელიც საქართველოშია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, განსაკუთრებით ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, რომ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს საქართველოს მოძალადე ხელისუფლება. იქნება ეს ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი ბულინგი, იქნება ეს საგადასახადო თუ ადმინისტრაციული რესურსით განხორციელებული ძალადობა, ყველა ეს ფორმა იყოს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, განსაკუთრებით აგვისტოში და იყოს ხისტი, ადრესირებული, ძალიან მკაფიო განცხადებებით და ქმედებებით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები