spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამიას სამი წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას თავისუფლების სამი წლით და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა.

 

მოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. 

 

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

 

ნიკა გვარამიას პროკურატურა ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას” ედავება. მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი – კახა დამენია და ზურაბ იაშვილი. 

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი გამართლდა. გაუქმდა მის მიმართ გირაო. ასევე, მოიხსნა ქონებაზე დადებული ყადაღა.

 

რაც შეეხება კახაბერ დამენიას, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 220-ე მუხლით და ცნობილ იქნა დამნაშავედ. დამენიას ჯარიმის სახით 50 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები