spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა. ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“ბატონო ბიძინა, თქვენ წახვედით თუ არა, სასამართლომ ეგრევე დაკარგა დამოუკიდებლობა და საშინლად მოქცევა დაიწყო! პროკურატურაც აყვა! აი, მაგალითად, მე, 2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს. აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი.

მოკლედ, მეხსიერებაც მეესპოთ უთქვენოდ და სინდისიც წაიწყმიდეს. თქვენ აკი დაწერეთ საანდერძო უსტარში, მივდივარ და დიდი დარდი მიმყვება, გვარამიას ვერაფერი რომ ვერ ვუქენიო. ხოდა აგინს უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან. ხოდა, მობრუნდიიიიით რააააა, რა კაი იყო თქვენ დროს, სამართლიანი პროკურატურა და სასამართლოოოო!” – წერს ნიკა გვარამია. 

წინა სასამართლო პროცესი პირველ დეკემბერსაც ჩანიშნა, რომელიც 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო. იმავე დღეს ჩაინიშნა ირაკლი ოქრუაშვილისა და ნიკა მელიას პროცესებიც, თუმცა მეორე დღეს სასამართლომ ყველა მათგანი გაურკვეველი ვადით გადადო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები