spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 23 დეკემბრამდე გადაიდო

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 23 დეკემბრამდე გადაიდო.

ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 4 დეკემბერს დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სასამართლომ მას თავდაპირველად 12-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გადაწყდა, რომ მომდევნო პროცესი 23 დეკემბერს ჩანიშნა.

გვარამიას უფლებადამცველის თქმით, სასამართლო ხელისუფლების დავალებას ასრულებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები