ქუთაისის “ტორპედომ” თანამედროვე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა და საქართველოსეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა დაიმატა.
ლევან მჭედლიძის წასვლის შემდეგ ქუთაისელებს დომინანტი ფორვარდის დამატება სჭირდებოდათ და მათ იდეალურ ვარიანტს მიაგნეს.
“29 წლის შემტევი, გუნდთან ერთად იმყოფება და აქტიურად განაგრძობს მოსამზადებელ პერიოდს.
კაჭარავას კარიერის მანძილზე რუსული კლუბების გარდა, ნათამაშები აქვს პოლონურ ლეხსა და კორონაში, კვიპროსულ ანორთოსისში და ბერძნულ ეთნიკოსში. იყო საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელი. ეროვნულ ნაკრებში კი 24 მატჩი აქვს ჩატარებული. კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება კომპანია “ბენე სპორტის” უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდა.
წარმატებებს ვუსურვებთ ნიკას ტორპედოს დიდ ოჯახში!” – წერია ქუთაისის “ტოპედოს” ოფიციალურ გვერდზე.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი