spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს – აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

 

შეფარდებაზე სასამართლო დაუსწრებლად მსჯელობდა.

 

ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა.

 

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

 

აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები