spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა მაჭუტაძე – 2 თვის წინ გრანდიოზული აქციების უშედეგოდ დასრულება მიეწერა ოპოზიციას, რამაც იმედგაცრუება გამოიწვია

2 თვის წინ გრანდიოზული აქციების უშედეგოდ დასრულება მიეწერა ოპოზიციას, რამაც იმედგაცრუება გამოიწვია,  – ამის შესახებ  Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით,  ქვეყანაში მოსმენებისა და კონტროლის გამო ადამიანები ვერ საუბრობენ თავიანთ პოლიტიკურ არჩევანზე, რაც აისახა NDI-ის კვლევაში.  

 

“გამოკითხულთა ძალიან დიდი ნაწილი უარს აცხადებს პასუხზე, რომელი პარტიის მხარდამჭერია. ამ კვლევაში ეს ნაწილი არის ძალიან მაღალი პროცენტით გამორჩეული. არ მახსოვს სხვა კვლევების დროს ასეთი ყოფილიყო, რაც გამომდინარეობს ქვეყანაში არსებული ტოტალური მოსმენებიდან და კონტროლიდან.  რასაკვირველია,  უფრო მეტი ადამიანია  ოპოზიციის მხარდამჭერი,  ვიდრე ხელისუფლების, მაგრამ  მათ უჭირთ ამაზე ღიად საუბარი“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

 

დეპუტატის თქმით, ოპოზიციისადმი იმედგაცრუება, რომელიც კვლევაში არის ასახული, არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მხარდამჭერები გახდნენ.  

 

“იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც ვითარდებოდა ორი თვის წინ, მხედველობაში მაქვს თბილისის ქუჩებში გრანდიოზული დემონსტრაციები. ამ დემონსტრაციების ხელმძღვანელობა და მართვა იყო ძალიან სუსტი, არაფრისმომცემი და მე ვიტყოდი, აბსოლუტურად გაუგებარი.  რასაკვირველია, ამ აქციების ასეთი უშედეგობით დამთავრება მიეწერა ოპოზიციას, რამაც იმედგაცრუება გამოიწვია “, – განაცხადა მაჭუტაძე.  

 

მისი თქმით, ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში „ქართული ოცნების“ კრიმინალური მმართველობის შედეგად აღმოჩნდა. 

 

“რაც შეეხება კვლევის ეკონომიკურ ნაწილს, საქართველო იცლება, საქართველოდან გარბის ხალხი სწორედ ამ ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირის გამო, რომელშიც ქვეყანა ჩააგდო ამ რეჟიმმა თავისი კორუფციით და კრიმინალური მმართველობით“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები