spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – 2 ოქტომბერს ან ვწერთ ისტორიას, ან გვეტყვიან, რომ არ ვყოფილვართ ბრძოლისუნარიანი ხალხი

ყველა პოლიტიკური პარტია, 2 ოქტომბერს ან ვწერთ ისტორიას, ან გვეტყვიან, რომ არ ვყოფილვართ ბრძოლისუნარიანი ხალხი, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ  განაცხადა. 

 

“ისტორია უნდა დავწეროთ 2 ოქტომბერს! ზუსტად ვიცი მთაწმინდის რაიონში, შუაგულ თბილისში, ვაკეში, საბურთალოზე, ვისაც არ ეზარება, დადის იარაღით. ახალგაზრდა იქნება თუ არაახალგაზრდა, ჭარმაგი იქნება თუ პირიქით, ყველა დადის იარაღით, ნახევარი არის გადმობირებული ან სუსის, ან, უბრალოდ, მჭიდროდ დაკავშირებული. 

 

არ მინდა იმ  ქვეყანაში და ქალაქში ვიცხოვრო, სადაც უკვე ამ ასაკში უნდა მეშინოდეს  ჩემი 6 წლის ბავშვის უსაფრთხოების, ვიცი, რომ ბევრი დედა და ბევრი მამა ახლა მისმენს და ესმით ჩემი.. ჭირსაც წაუღია ყველა პოლიტიკური პარტია, 2 ოქტომბერს ან ქართველი ამაყი ხალხი იმარჯვებს და ვწერთ ისტორიას, ან გომელაურები, კალაძეები, ღარიბაშვილები და კობახიძეები გვეტყვიან, რომ ჩვვენ არ ვყოფილვართ ბრძოლის უნარიანი ხალხი”, – განაცხადა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები