spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ამ ხალხს ფინანსური სანქციები ადრე თუ გვიან არ ასცდებათ

“ქართული ოცნება” ამ ფულს ავტოკრატიის გაძლიერებას ახმარდა და არა დემოკრატიის განვითარებას, როდესაც უკვე ხელისგულზე დევს, რომ ქოლ-ცენტრების სქემა არის “ქართული ოცნების”, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ფინანსური სანქციები ადრე თუ გვიან არ ასცდებათ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

“როდესაც პოლიტიკური კავშირები გაყინულია, როდესაც დასავლური ფული გრანტებისა და ტრანშების სახით აღარ შემოდის, რადგან დარწმუნდნენ, რომ “ქართული ოცნება” ამ ფულს ავტოკრატიის გაძლიერებას ახმარდა და არა დემოკრატიის განვითარებას, როდესაც უკვე ხელისგულზე დევს, რომ ქოლ-ცენტრების სქემა არის “ქართული ოცნების”, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ფინანსური სანქციები ადრე თუ გვიან არ ასცდებათ. სჯობს ადრე, ვიდრე გვიან.

მინდა, მჯეროდეს, რომ სექტემბერში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ფინანსური სანქცია იქნება ამოქმედებული. ეს საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად”, – განაცხადა  ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები