spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ამ სისტემის არჩამონგრევა სახელმწიფოს გარუსებას ნიშნავს და არ მგონია, რომ ქვეყანას ეს ბედისწერა აქვს

ამ სისტემის არჩამონგრევა სახელმწიფოს გარუსებას ნიშნავს და არ მგონია, რომ ქვეყანას ეს ბედისწერა აქვს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაშია.

“გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაში, უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებასა და ყველა მონაწილე ადამიანის, რომლებმაც კანონი დაარღვია, დასჯაშია.

ამ სისტემის არჩამონგრევა სახელმწიფოს გარუსებას ნიშნავს და არ მგონია, რომ ქვეყანას ეს ბედისწერა აქვს. მართლა რომ დაგჭირდეს ეს ზონდერები, როგორ უნდა გამოიძახო?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ივანიშვილის დაცვისა და მოურავებისგან დაკომპლექტებულია. აღარ დატოვეს არცერთი პროფესიის ადამიანი, რომელიც არ დააკავეს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები