spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ან პოზიცია დააფიქსირონ, ან სანამ ჯერ კიდევ დროა, პროტესტის ნიშნად დატოვონ თანამდებობები და დადგნენ ხალხის მხარეს

ან პოზიცია დააფიქსირონ, ან სანამ ჯერ კიდევ დროა, პროტესტის ნიშნად დატოვონ თანამდებობები და დადგნენ ხალხის მხარეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ელჩებთან დაკავშირებით წერს.

 

“ამ კრიტიკულ ვითარებაში, გამაოგნებელია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს ელჩების დუმილი!

 

როგორც ჩანს, კიდევ ვერ ხვდებიან რა ხდება ქვეყანაში და რას აპროტესტებს ხალხი. ვერ იაზრებენ რომ არიან საქართველოს და არა ივანიშვილის პირადი ელჩები, რომ მათ ხელფასს უხდის საქართველოს მოსახლეობა და არა ფონდი “ქართუ“!

 

ხალხი მათ ხელფასს უხდის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში დასამკვიდრებლად, რაც რუსული კანონის მიღების შემდეგ არათუ პრაქტიკულად შეუძლებელია, უკვე თეორიულადაც გამორიცხულია!

 

ამ ხელისუფლებას უკვე აღარავინ ელაპარაკება, აღარავინ განიხილავს მათ ქართველი ხალხის სახედ.

 

საერთაშორისო იზოლაციაში არიან და ამ ვითარებაში, როცა მათ უკვე აღარავინ ელაპარაკება, საინტერესოა რას აკეთებენ, რატომ რჩებიან ნატოსა და ევროკავშირში, აშშ-ში? რესტორნებსა და ფაბებში სასიარულოდ?!

 

ან პოზიცია დააფიქსირონ, ან სანამ ჯერ კიდევ დროა, პროტესტის ნიშნად დატოვონ თანამდებობები და დადგნენ ხალხის მხარეს. სხვა შემთხვევაში მათ სამუდამოდ მოუწევთ როტაცია საქართველოს ისტორიის იმ ფურცლებზე, სადაც ქვეყნის ღალატზეა საუბარი”, – წერს მელია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები