სააპელაციო სასამართლო, მურუსიძის სახით, რაც არ უნდა ეცადოს გადაწეროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, საზოგადოება ქვეყნის გარეთ და შიგნით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არჩევნები ხშირ შემთხვევაში არ ჩატარებულა, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ნებისმიერი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პოლიციის ნახევარი სამმართველო ხელისუფლებას ჰყავდეს გამოყვანილი.
“არ შეიძლება, ნებისმიერი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პოლიციის ნახევარი სამმართველო ხელისუფლებას აქ ჰყავდეს. ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ, მაგრამ მას აქვს დამატებითი პრობლემა. სასამართლო სისტემაში ცდილობს შექმნას განწყობა, რომ იქნებ, მომავალში სხვა დამატებითი მოსამართლეები არ აღმოჩნდნენ, ვინც სიმართლეს დაადგენს საქმის განხილვის პროცესში, თუმცა პრეცედენტი უნიკალურია.
სააპელაციო სასამართლო, მურუსიძის სახით, რაც არ უნდა ეცადოს გადაწეროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, საზოგადოება ქვეყნის გარეთ და შიგნით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არჩევნები ხშირ შემთხვევაში არ ჩატარებულა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.