spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – არ უარვყოფ, რომ სალომე ზურაბიშვილს შევხვდი

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს რამდენჯერმე შეხვდა.

 

“არის საკითხები, რომელზეც შეიძლება ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო. არ უარვყოფ, რომ ზურაბიშვილს შევხვდი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილთან არაერთხელ მქონია შეხვედრა”, – განაცხადა მელიამ.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი გასცდა არათუ ოჯახის წუხილის საკითხს, არა უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავ საკითხს, შეიძინა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და პირდაპირ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სახელმწიფოს მიზნებსა და ამოცანებთან.

 

“ყველანი ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ ქვეყნის განვითარების ვექტორზე, არამხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვითარების ვექტორზე, არამედ ზოგადად, როგორები გვინდა, რომ ვიყოთ. გვინდა, რომ ვკლავდეთ კვლავ პრეზიდენტს, რომელსაც ავტომატურად მოჰყვება რკინის ფარდის ჩამოწევა და რკინის ფარდის მიღმა აღმოჩენა ლუკაშენკოს ბელორუსიასთან და პუტინის რუსეთთან ერთად თუ დეკლარირებულად უკვე ვხდებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი? ეს დევ დღეს სასწორზე. მიხარია, რაც შეიძლება ბევრი და ბევრი ადამიანი ხვდება, სად არის სიმართლე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარეშემო აშკარად იზრდება სოლიდარობა.

 

ევროპული მომავალი, რომელსაც თაობები მუდმივად ესწრაფოდნენ და სამწუხაროდ, ჩვენ ეს სტატუსი სრულფასოვნად ვერ მოვიპოვეთ. დღეს გაჩნდა ეს შანსი გარემოებებიდან გამომდინარე, მას შემდეგ რაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ერთი ათად არის დაჩქარებული და საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა არის გახსნილი. ამის შემაფერხებელ ფაქტორად იქცა მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობა. რაც არ უნდა იძახოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ის ყავთ არაჩვეულებრივ პირობებში, ფაქტია, ადამიანი რაც საავადმყოფოში მოთავსდა, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია.

 

დღეს გვაქვს დილემა, ან ჩვენ ვწირავთ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და ვეგუებით მის სიკვდილს, ამავე დროს ვეგუებით მრვალი წლით მიხეილ სააკაშვილის ფატალურ შედეგთან ერთად, ქვეყნისთვის დასავლურ მომავალზე უარის თქმას. ყულფი არის მოჭერილი სახელმწიფოს კისერზე და გასათავისუფლებელია არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, არამედ სახელმწიფოსთვის არის ევროპული განვითარების შანსი შესანარჩუნებელი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები