spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა მელია – არსებობს არც თუ ისე უსაფუძვლო საფრთხე, რომ არსებულ 50 პოლიტიკურ პატიმარს დაემატება ახალი 50 პატიმარი

არსებობს არც თუ ისე უსაფუძვლო საფრთხე, რომ არსებულ 50 პოლიტიკურ პატიმარს დაემატება ახალი 50 პატიმარი და მე ვფიქრობ, აქ პოლიტიკური პარტიების ლიდერების პასუხისმგებლობა დიდია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროტესტს ოპტიმიზმი და რწმენა აკლია.

“ამ პროტესტს არ დაჰკლებია მოძრაობა, უბრალოდ მოტივაციაა დაკლებული, შესაძლებელია რწმენაც და ოპტიმიზმიც, თუმცა გულშემატკივრობა ამ პროტესტს აქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უწყვეტობას ჰქონდა ადგილი ამ პროცესის ფარგლებში. 3-4 თვეა, სხვადასხვა თაობა ვდგავართ ერთად ქუჩაში. კი ბატონო, შედეგი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ამ პროცესში ქუჩაში მდგომ ადამიანს პროტესტი რატომ არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური პარტიების მიმართ. ნორმალურია, ხალისი არსებობს, რომ ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, ჩემი აზრით,  ეს მეტი სტიმულია.

როდესაც შეტევაზე გადასვლას ექნება ადგილი, წარმატების მიღწევის მინიმუმ, 1%-ით მეტი შანსი უნდა არსებობდეს, ვიდრე წარუმატებლობის, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს არც თუ ისე უსაფუძვლო საფრთხე, რომ არსებულ 50 პოლიტიკურ პატიმარს დაემატება ახალი 50 პატიმარი და მე ვფიქრობ, აქ პოლიტიკური პარტიების ლიდერების პასუხისმგებლობა დიდია”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები