ამ პოლიტიკურ კრიზისს ბიძინა ივანიშვილი კი არა 88 ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაიტანს თუ პარლამენტში მარტო ბიძინაა და გარეთ კი თანამედროვე მსოფლიო, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პარლამენტთან თანამშრომლობას და მანდატების გამოყენებას არავინ აპირებს.
“ამ პოლიტიკურ კრიზისს ბიძინა ივანიშვილი კი არა 88 ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაიტანს თუ პარლამენტში მარტო ბიძინაა და გარეთ კი თანამედროვე მსოფლიო, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. გარდაუვალია ამ კვანძის გახსნა, კვანძის გახსნა მხოლოდ ახალი არჩევნებითაა შესაძლებელი.
არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი პარლამენტში შესვლაზე არ იფიქრებს. თანამშრომლობა ამ ხელისუფლებასთან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იძულებული გახდებიან, საკუთარი ხელით ჩანიშნონ ახალი არჩევნები. ამას სჭირდება კომპლექსური მუშაობა, რომელიც მიმდინარეობს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.