spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა მელია – არცერთს აღარ აქვს მორალური უფლება, ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი

არცერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს დაარღვია ოპოზიციური ერთობა, აღარ აქვს მორალური უფლება ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი და პარლამენტში წარმოადგენდეს ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ხმის მიცემას.

 

“დღეს, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა მსუბუქად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლო, უპრინციპო და არათანმიმდევრულმა ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპებისა და პოზიციების სიცხადის ნაკლებობამ.

 

როდესაც რეჟიმი რუსულია, პარლამენტი რუსულ კანონს იღებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კი ვიცე-სპიკერის სკამისკენ მიილტვის, ბუნებრივია, იშლება მოქმედების ყველა ზღვარი და ყველა “ლაგდება” სადაც და როგორც უნდა.

 

არცერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს დაარღვია ოპოზიციური ერთობა, აღარ აქვს მორალური უფლება ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი და პარლამენტში წარმოადგენდეს ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს”, – წერს მელია.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnick.melia.165%2Fposts%2Fpfbid02hMCNLaQ7qedPw9NWvSfv166T4qhsSrx4ZQ548iavt2nQtAN6yYgGVEWvHWGsPxSrl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”374″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები