spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ჩვენ გვჭირდება დიდი, საპროტესტო, მუდმივი, უწყვეტი მოძრაობა

ხვალ, სამ საათზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ვიკრიბებით, გაიმართება საპროტესტო აქცია და ეს პროტესტი უწყვეტი იქნება, სანამ რეალობა არ შეიცვლება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ საჭიროა სრული მობილიზება და ერთიანი ძალებით ბრძოლა.

“ხვალ, სამ საათზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ვიკრიბებით, გაიმართება საპროტესტო აქცია და ეს პროტესტი უწყვეტი იქნება, სანამ რეალობა არ შეიცვლება. ჩვენ გვჭირდება დიდი, საპროტესტო, მუდმივი, უწყვეტი მოძრაობა და ეს სახეზე გვაქვს, ამაზე ვთანხმდებით საზოგადოება, განსხვავებული ჯგუფები და ოპოზიციური პარტიები და მიზნის მიღწევამდე ეს ბრძოლა გაგრძელდება. ხვალ საჭიროა სრული მობილიზება და ერთიანი ძალებით ბრძოლა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ოპოზიციურმა პარტიებმა თსუ-ის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია დააანონსეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები