დღეს ჩვენს ხელშია შესაძლებლობა ავირჩიოთ, რომელ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა – რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა, სადაც მე ვიყავი მოსწავლეობის დროს, თუ დასავლური გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელიც გულისხმობს თავისუფლებას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ უნდათ ცვლილება და არ უნდათ ბიძინა ივანიშვილის ხილვა, როგორც მეფის.
“ეს შენობა არის 47-ე საშუალო სკოლის შენობა, რომელშიც მე ვსწავლობდი და ნამდვილად არ იყო საუკეთესო წლები ჩვენი თაობისთვის. მინდა, რომ აღარავინ გამოცადოს ის წლები, რაც ჩვენ გამოვიარეთ. დღეს ჩვენს ხელშია შესაძლებლობა ავირჩიოთ, რომელ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა – რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა, სადაც მე ვიყავი მოსწავლეობის დროს, თუ დასავლური გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელიც გულისხმობს მაღალი ხარისხის განათლებას, გულისხმობს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, ეკონომიკას, რომელიც მუშაობს ხალხზე და რომელიც გულისხმობს ბედნიერ საზოგადოებას. ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ უნდათ ცვლილება და არ უნდათ ბიძინა ივანიშვილის ხილვა, როგორც მეფის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.