spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა მელია – დღევანდელი “ნაციონალური მოძრაობა” კლანურად იმართება, სულ უფრო ემსგავსება “ოცნებას”

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტია უმძიმეს მდგომარეობაშია.

 

“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ამის თქმა, რომ პარტია, უმძიმეს მდგომარეობაშია. რაც არ უნდა თქვას მავანმა, ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლებმა და რატომ ყოფილმა, იმიტომ რომ ღირებულებითი და ფასეულობითი დისტანცირება შეიმჩნევა, თუმცა ჯერჯერობით მთავარი ღირებულებების ირგვლივ ხედვას, რაც ძირითადად საგარეო კურსს ეხება ძირითადად. სხვა მხრივ, რაც უფრო მეტი დრო გადის, ვატყობ, რომ უფრო მეტი და მეტი საერთო ნიშანი აქვს დღევანდელ მენეჯმენტის პირობებში “ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას”. სულ უფრო მეტი და მეტი ნიშანია მათ შორის, ამის აღიარება მე ძალიან მიმძიმს”, – განაცხადა მელიამ გადაცემა “რეაქციაში”. 

 

მისი თქმით, პარტია “არაფორმალურად, კლანურად” იმართება. 

 

“იმართება იმ მოდელით, რომელიც “ქართულ ოცნებას” კარგად აქვს აპრობირებული, ეს არის კლანური მმართველობა კაპიტალით მმართველობა, მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური ძალებით მმართველობა, არადა ეს არ არის ის, რისთვისაც ათასობით მხარდამჭერი იბრძოდა”, – განაცხადა მელიამ.
რაც შეეხება პარტიის დატოვებას, მელია აცხადებს, რომ სანამ ის ხედავს თეორიულ შანს, რომ პარტია შესაძლოა, გადარჩეს, ის ენმ-ში რჩება.

 

“მე თუ ვხედავ, თუნდაც მცირეოდენ შანსს, თეორიულ შანსს, რომ პარტია გადარჩეს, გადარჩეს ფასეულობებისა და ღირებულებების მხრივ. ისევე გადარჩეს, როგორც გადარჩა წლების წინ, ბუნებრივია, მე ვიქნები იქ, სადაც პარტია არის ინსტრუმენტი, რომ შენი შეხედულებები, მოსაზრებები და იდეები განახორციელო”, – განაცხადა მელიამ.  

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები